აგლომერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
საქალაქო აგლომერაცია (ლათ. agglomero, „ვუერთებ“) — დასახლებული პუნქტების, მეტწილად ქალაქური ტიპის, კომპაქტური დაჯგუფება, რომლებიც ალაგ-ალაგ ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება რთულ მრავალკომპონენტურ დინამიკურ სისტემაში ინტენსიური საწარმოო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირებით.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლომერაცია (მრავალმნიშვნელოვნება). |
ანსხვავებენ მონოცენტრისტულ (ერთი მსხვილი ქალაქი-ბირთვის გარშემო ფორმირებული, მაგ. თბილისის აგლომერაცია) და პოლიცენტისტულ აგლომერაციებს (რომელთაც რამდენიმე ქალაქი-ბირთვი აქვთ, მაგ. რურის აუზში ქალაქების დაჯგუფება გერმანიაში).
გაერთიანების მთავარი კრიტერიუმებია:
- მასიური სამსახურებრივი, საგანმანათლებლო, საყოფაცხოვრება, კულტურული და რეკრეაციული მგზავრობები;
- 1,5 საათის ფარგლებში დანიშნულების ადგილის მისაწვდომობა ტრანსპორტის კორიდორების გასწვრივ (რკინიგზა, ავტოგზა და მდინარე);
- რეგულარული საგარეუბნო ელექტრომავლების, ავტობუსების, თბომავლების არსებობა;
- საკუთარი ადმინისტრაციული რეგიონების დაქვემდებარებაში არსებული დასახლებები, გარდა ყველაზე მჭიდროდ მიმდებარე ურბანული დასახლებებისა;
- აეროპორტის, სარკინიგზო კვანძი-ტერმინალის, სამდინარო პორტი-ტერმინალის ერთიანობა;
- მჭიდრო დასახლება სატრანსპორტო კორიდორების გასწვრივ.