ათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკა — რეგიონი ჩრდილოეთ საბერძნეთში, რომელიც მოიცავს ათონის მთის ნახევარკუნძულს და გააჩნია გარკვეული ავტონომიური თვითმართველობა, რითიც გამოირჩევა საბერძნეთის ადმინისტრაციულ რეგიონებს შორის.
ის აერთიანებს ოც მონასტერს და სხვადასხვა დასახლებებს, რომლებიც დაკავშირებულია მათთან. მათში განსახლებულია დაახლოებით 2 000 მართმადიდებელი ბერძენი, ბულგარელი, რუმინელი, რუსი, სერბი და სხვა ბერები, რომლებიც მიზდევენ განმარტოვებულ, ინტროსპექციულ და ლოცვით ცხოვრებას.
ოცივე მონასტრები არიან სტავროპიგიული, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი განთავისუფლებული არიან ადგილობრივი ეპისკოპოსის უფლებამოსილებისგან და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო პირდაპირი დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებიან. პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ დონეზე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით ნახევარკუნძულის საკითხებს ხელმძღვანელობს, რომელიც ბერძნული ტერიტორიაა, მაგრამ ვრცელდება განსხვავებული კანონმდებლობა, შესაბამისი აბატონთან: ეს განსხვავება გარანტირებულია კონსტიტუციით.
ღვთისმშობლის ხატს ეწოდება „ღირს არს ჭეშმარიტად“ (Ἄξιόν ἐστιν) მოთავსებულია კარიესის პროტოტონის ეკლესიის საკურთხევლის მიღმა, როგორც იღუმენი სრულიად წმინდა მთისა, თუმცა ის ხშირად ჩაბრძანდება დიდ ბერძნულ ქალაქებში, სადაც ის ღებულობს პატივს, მსგავსად სახელმწიფოს მეთაურებისა.
1990 წლიდან, ათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკა განიცდიდა სულიერ განახლებას ახალგაზრდა ადამიანების შემოდინების დამსახურებით, ხშირად ყოფილი ყოფილი საბჭოთა ბლოკის კურსდამთავრბეულები, რომლებმაც დრამატიულად გაზარდეს ბერებისა და მორჩილთა რაოდენობა. თავდაპირველად თორმეტი მონასტერი მიზდევდა იმავე საბაწმიდის კანონს, რომელიც საერთო იყო აღმოსავლურ მართმადიდებლური მონასტრიციზმისთვის (კვინობიური მონასტრები); დანარჩენ ცხრაში კი ბერები თავად აყალიბებდნენ და მიზდევდნენ საკუთარ კანონებს (იდიორითმიული მონასტრები). 1970 და 1990 წლებს შორის ყველა მონასტერმა საბოლოოდ მიიღო კვინობიური სისტემა.
მკაცრად იკრძალება „ნებისმიერი მდედრი არსების“ დაშვება, რათა ბერები არ აცდუნონ;[1] ეს ბრძანებულება შინაურ ხერხემლიან ცხოველებსაც ეხება მხოლოდ ორი გამონაკლისით: კატები მღრღნელების საკონტროლებად და ქათმები კვერცხებისთვის რათა დამზადეს კვერცხის ტემპერა, რომელიც სასურველი საშუალებაა ხატწერისთვის, აგრეთვე საკვებისთვის.
სამონასტრო რესპუბლიკის ტერიტორია ემიჯნება სტაგირა-აკანთოსის მუნიციპალიტეტს, რომლისგანაც ის სიგრძეში დაშორებულია 9 კილომეტრიანი ღობით. პატარა სოფელი კარიესი არის ათონის მთის ადმინისტრაციული ცენტრი და სინოდის ადგილსამყოფელი.