აკროპოლისის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
აკროპოლისის მუზეუმი — აკროპოლისის გორაზე, ათენში (საბერძნეთი), ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთების გამოფენისთვის აგებული მუზეუმი. ოფიციალურად გაიხსნა 2009 წლის 20 ივნისს.[1] ბერნარდ ჩუმის პროექტით აგებული ახალი მუზეუმი აკროპოლისის ფერხთით მდებარეობს. მშენებლობის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს არისტოტელეს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, არქეოლოგი დიმიტრიოს პანდერმალისი.