აორტა
From Wikipedia, the free encyclopedia
აორტა — სისხლის მიმოქცევის დიდი წრის უდიდესი არტერიული სისხლძარღვი. აორტა გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან და მისგან გამოყოფილია ნამგლისებრი სარქველით. აორტაში გამოყოფენ ასწვრივ აორტას, აორტის რკალსა და დასწვრივ აორტას.