არტემიზია ჯენტილესკი
From Wikipedia, the free encyclopedia
არემიზია ჯენტილესკი ან არტემიზია ლომი (დ. 8 ივლისი, 1593 — გ. 1656) — იტალიელი ბაროკოს მხატვარი, დღესდღეობით ითვლება კარავაჯოს შემდგომი თაობის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ მხატვრად. ეპოქაში, როდესაც ქალი მხატვრები იოლად არ იყვნენ მიღებულნი საზოგადოების მიერ, იგი იყო პირველი ქალი Accademia di del Arte Disegno-ს წევრი ფლორენციაში და ჰყავდა საერთაშორისო კლიენტებიც.[1]
იგი ცნობილი იყო ქალის ფიგურის დამაჯერებლად ასახვით: სრულად ჩაცმულისა თუ შიშველის.[2][3] არტემიზი ასევე ფერების გამოყენებითაც იყო ცნობილი, როგორც სრული შემადგენლობით, ასევე სიღრმის მიცემით.[4][5]
რამდენიმე ფაქტორმა( იგი ქალი მხატვარი იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში; აგოსტინო ტასიმ გააუპატიურა ახალგაზრდობაში და მოძალადის ბრალდებაში მიიღო მონაწილეობა), დიდი ხნით დაჩრდილა მისი მიღწევები.[6] მრავალი წლის განმავლობაში იგი ცნობისმოყვარეობით განიხილებოდა, ხოლო დღეს იგი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ექსპრესიული მხატვარი თავისი თაობიდან.