ატალანტა (საფეხბურთო კლუბი)
იტალიური საფეხბურთო კლუბი / From Wikipedia, the free encyclopedia
„ატალანტა“ (იტალ. Atalanta Bergamasca Calcio) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბერგამოდან, ლომბარდია. დაარსდა 1907 წელს. ასპარეზობს იტალიის სერია A-ში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ატლეტი აძური დ'იტალიაზე, რომელიც 26 562 მაყურებელს იტევს.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი | Atalanta Bergamasca Calcio SpA | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
ღმერთები (იტალ. La Dea) შავ-ლურჯები (იტალ. Nerazzurri) Orobici | |||
დაარსდა | 8 ოქტომბერი, 1907; 116 წლის წინ (1907-10-08) | |||
სტადიონი |
ატლეტი აძური დ'იტალია, ბერგამო, იტალია (ტევადობა: 26,562 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ანტონიო პერკასი | |||
მწვრთნელი | ჯან პიერო გასპერინი | |||
კაპიტანი | კრისტიან რაიმონდი | |||
ლიგა | სერია A | |||
2019–20 | სერია A, მე-3 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დახურვა
1963 წელს კლუბმა შეძლო იტალიის თასის მოგება, ხოლო 1987 და 1996 წლებში ფინალში გასვლა. 1988 წელს, სერია B-ში ასპარეზობისას, „ატალანტა“ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში გავიდა და დააფიქსირა საუკეთესო შედეგი უეფა-ს საკლუბო ტურნირებზე, არაუმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბთა შორის („კარდიფ სიტისთან“ ერთად). „ატალანტამ“, ასევე, 2-ჯერ მიიღო მონაწილეობა უეფა-ს თასის გათამაშებაში, 1990–91 წლების სეზონში გავიდა 1/4 ფინალამდე.