აფროდისიასი
From Wikipedia, the free encyclopedia
აფროდისიასი (ძვ. ბერძნ. Ἀφροδισιάς) — ძველი ბერძნული ელინისტური მცირე ქალაქი ისტორიულ კარიაში, დასავლეთი ანატოლიის კულტურულ რეგიონში, თურქეთი. მდებარეობს თანამედროვე სოფლის გეირეს მახლობლად, ეგეოსის ზღვის სანაპიროდან 100 კმ-ის დაშორებით და იზმირიდან სამხრეთ-დასავლეთით 230 კმ-ში.
აფროდისიასი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 37°42′30″ ჩ. გ. 28°43′25″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2017 (41-ე სესია) |
ნომერი | 1519 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
აფროდისიასმა სახელწოდება მიიღო ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს მიხედვით, რომელსაც ქალაქში თავისი საკულტო გამოსახულება ჰქონდა სახელწოდებით „აფროდისიასის აფროდიტე“. X საუკუნის ბიზანტიური ენციკლოპედიის სვიდას მიხედვით, სანამ ქალაქს ეწოდებოდა აფროდისიასი, იგი ცნობილი იყო სამი სახელწოდებით: ლელეგონ-პოლისი (ლელეგის ქალაქი), მეგალე-პოლისი (დიდი ქალაქი) და ნინოე[1].
640 წლამდე გვიან ანტიკურ ხანაში, როდესაც ქალაქი შედიოდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში, მისი სახელი იყო სტაუროპოლისი (ჯვრის ქალაქი)[2].
2017 წელს ისტორიული ქალაქის ნანგრევები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[3].