აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთში
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ის ღია პირველობა (ინგლ. US Open) — დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც 1881 წლიდან ყოველწლიურად ტარდება აშშ-ში ჰარდის საფარის კორტებზე. ქრონოლოგიურად აშშ-ის ღია პირველობა წელიწადის მეოთხე დიდი სლემის ტურნირია, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს თვის ბოლო ორშაბათს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ქალთა ფინალი შაბათ დღეს, ხოლო მამაკაცთა ფინალი კვირას იმართება.
სწრაფი ფაქტები აშშ-ის ღია პირველობა, ოფიციალური საიტი ...
აშშ-ის ღია პირველობა | ||
---|---|---|
ოფიციალური საიტი | ||
მდებარეობა | ნიუ-იორკი აშშ | |
კორტი | ბალახი (1881–1974) თიხა (1975–77) ჰარდი (1978 წლიდან) | |
ფულადი პრიზი | US$53,000,000 (2018)[1] | |
დახურვა
აშშ-ის ღია პირველობა მამაკაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ უილიამ ლარნედმა, რიჩარდ სირსმა და ბილ ტილდენმა მოიგეს. თითოეული მათგანი 7-ჯერ გახდა ჩემპიონი, ხოლო ქალებში მოლა მალორიმ 8-ჯერ იზეიმა გამარჯვება.