ბაჰრეინის მეფე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაჰრეინის მეფე (არაბ. ملك البحرين) — ბაჰრეინის მონარქი და სახელმწიფოს მეთაური. 1783-1971 წლებში, ბაჰრეინის მონარქები ატარებდნენ ჰაქიმის ტიტულს, 1971 წლიდან 2002 წლამდე, ემირის ტიტულს. 2002 წლის 14 თებერვალს, ბაჰრეინის ემირმა, ჰამად იბნ ისა ალ ხალიფამ გამოაცხადა ბაჰრეინი სამეფოდ და თავისი თავი პირველ მეფედ.