ბლაენავონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბლაენავონი (ინგლ. Blaenavon) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ უელსში. მდებარეობს ისტორიული მონმოუშირის საზღვრებში, გორაკის ფერდობზე. ბოლო მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 6 349 ადამიანს შეადგენს. უელსურ ენაზე Blaenavon მდინარის სათავეს ნიშნავს.
სწრაფი ფაქტები ბლაენავონი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ბლაენავონი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 51°46′ ჩ. გ. 3°05′ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 984 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ბლაენავონი 1788 წელს გახსნილი რკინის საწარმოო იმ ფაბრიკის ირგვლივ განვითარდა, რომელიც დღეს მუზეუმს წარმოადგენს. ფოლადისა და ქვანახშირის მრეწველობის ზრდამ, არეალის ირგვლივ მოსახლეობის მატება გამოიწვია და იმ დროისთვის ქალაქის მოსახლეობამ 20 000 ადამიანი შეადგინა. 1900 წელს ფოლადის, ხოლო 1980 წელს ქვანახშირის საწარმოების დახურვას მოსახლეობის შემირება მოჰყვა და ამჟამად ქალაქი ძირითადად მოხუცებითაა დასახლებული.
2000 წელს, ძველი ინდუსტრიული წარსულის გამო ბლაენავონი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.