ბოლნისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლნისი — ქალაქი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ყორანთის ეკლესია (XIII-XIV სს.). გორა, რომელზედაც ეს ეკლესიაა აგებული, ენეოლითური ხანის ნასახლარის ნაშთებსაც შეიცავს. საყურადღებოა აგრეთვე გვიანდელი ფეოდალური ხანის სატრედოს თაღოვანი ხიდი მდინარე მაშავერაზე. ბოლნისში არის ბოლნისის ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.
ტერმინს „ბოლნისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბოლნისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბოლნისი | |||||
ბოლნისის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | ქვემო ქართლიქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლი | ||||
მუნიციპალიტეტი | ბოლნისი | ||||
კოორდინატები | 41°27′00″ ჩ. გ. 44°32′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1818 | ||||
ადრეული სახელები | ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1967 | ||||
ფართობი | 4.63 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 550 მ | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 8 406 (2023)[1] | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 89 % სომხები 9 % ბერძნები 1 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 და Georgia Time | ||||
სატელეფონო კოდი | 358[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 1100[3] | ||||
დახურვა