ბორუსია მენხენგლადბახი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მენხენგლადბახის ბორუსია (გერმ. Borussia Mönchengladbach; ცნობილი როგორც მიონხენგლადბახი ან გლადბახი) — გერმანიის ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბი, დაფუძნებული ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ მენხენგლადბახში. დაარსდა 1990 წლის 1 აგვისტოს, დღეს კი ასპარეზობს გერმანიის ჩემპიონატის რანგით უმაღლეს ლიგაში, სადაც პირველად კლუბი 1966–1967 წლების სეზონში გამოჩნდა. თანდათანობით კი ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კლუბი გახდა 1970–იან წლებში[1], მოიგო რა 5 ბუნდესლიგის ტიტული.
სრული სახელი |
Borussia VfL 1900 Mönchengladbach e.V. | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | კვიცები (The Foals) | |||
დაარსდა | 1900წლის 1 აგვისტო, 113 წლის წინ | |||
სტადიონი |
ბორუსია–პარკი (ტევადობა: 54 057) | |||
პრეზიდენტი | როლფ კონიგსი | |||
მწვრთნელი | მარკო როზე | |||
კაპიტანი | ფილიპ დემსი | |||
ლიგა | ბუნდესლიგა | |||
2021–22 | მე–10 ადგილი | |||
|
2004 წლის შემდეგ კლუბი თამაშობს ახალ სტადიონზე „ბორუსია პარკზე“, რომლის ტევადობაც შეადგენს 54,057 ადამიანს. 1919 წლიდან 2004 წლამდე კლუბი ასპარეზობდა ბიოკელბერგშტადიონზე, რომელსაც ძალიან მცირე ტევადობა გააჩნდა. მენხენგლადბახის ბორუსიის წევრთა რიცხვი შეადგენს 50,000 ადამიანზე მეტ წევრს 2012 წლის თებერვლის მონაცემებით და გერმანიაში სიდიდით მეექვსე კლუბია. მათ უმთავრეს მეტოქედ საფეხბურთო კლუბი კელნი ითვლება. პრინციპულ მეტოქეებად ასევე მიიჩნევა დორტმუნდის ბორუსია, მიუნხენის ბაიერნი და დიუსელდორფის ფორტუნა.
სახელწოდება „ბორუსია“ ლათინური სიტყვა „პრუსიიდან“ მოდის. კლუბის მეტსახელია Die Fohlen [diː ˈfoːlən] (The Foals), რაც ქართულად კვიცებს ნიშნავს. 1970–იანი წლებიდან კლუბში დაინერგა სწრაფი, აგრესიული და შემტევი სტილი. კლუბის ოფიციალურ თილისმას წარმოადგენს კვიცი ჯიუნტერი.
მიენხენგლადბახელები საშინაო არენაზე ხუთ გზის ბუნდესლიგის გამარჯვებულები არიან (1969–70, 1970–71, 1974–75, 1975–76, 1976–77). სამ გზის გერმანიის თასისა (1959–60, 1972–73, 1994–95) და ერთ გზის გერმანიის სუპერთასის გამარჯვებულები (არაოფიცალური 1977). „ბორუსია“ იყო პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც 1961 წელს უეფას თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობა მიიღო.
„ბორუსია“ ევროპულ ასპარეზზე ორ გზის ევროპა ლიგის გამარჯვებულია. მათ ეს ტიტულები დაისაკუთრეს 1974–75 და 1978–79 წლების სეზონებში. პირველ შემთხვევაში მათ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ნიდერლანდების ტვენტე გაანადგურეს ანგარიშით 5:1, მეორე შემთხვევაში კი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ 2:1 სძლიეს. კლუბის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე მტკივნეულ მარცხად მიიჩნევა 1976–77 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წაგება რომის ოლიმპიურ სტადიონზე ლივერპულის წინააღმდეგ ანგარიშით 3:1.
მიონხენგლადბახის „ბორუსიისთვის“ უდიდესი ფიგურაა იუპ ჰაინკესი. ის კლუბის ოქროს წლებში – 70–იან წლებში ასპარეზობდა. ის არის ბუნდესლიგის ისტორიაში ბომბრადირებს შორის მესამე პოზიციაზე. კარიერის დასრულების შემდეგ იუპი კლუბში მუშაობდა, როგორც მწვრთნელი. 1979 წლის 1 ივლისიდან 1987 წლის 30 ივნისამდე და 2006 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 იანვრამდე, თუმცა კლუბთან ერთად ვერ შეძლო ტიტულების მოპოვება.
კლუბში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვს ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს ბერტი ფოგთს. მის ანგარიშზეა 419 მატჩი, მან 42–ჯერ შეძლო მეტოქე გუნდის დამწუხრება. კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება ფიქსირდება 1978 წლის 28 აპრილს დორტმუნდის ბორუსიის წინააღმდეგ ანგარიშით 12:0, ყველაზე დიდი მარცხი კი ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ ანგარიშით 0:7.