ბო დიდლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელას მაკდენიელი (დ. ელას ოთა ბეიტსი, დ. 30 დეკემბერი, 1928 — გ. 2 ივნისი, 2008) უფრო მეტად ცნობილი, როგორც ბო დიდლი (ინგლ. Bo Diddley) — ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბლუზიდან როკ-ენ-როლზე გადასვლაში. გავლენა იქონია მრავალ შემსრულებელზე, რომელთა შორის იყვნენ ელვის პრესლი[2], The Beatles, როლინგ სტოუნზი[3] და The Clash-ზე.[4]
ბო დიდლი | |
---|---|
ბო დიდლი 2005 წელს. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი |
ელას ოთა ბეიტსი (ბავშვობაში, მოგვიანებით ელას მაკდენიელი) |
აგრეთვე ცნობილი როგორც | The Originator |
დაბ. თარიღი | 30 დეკემბერი, 1928 |
დაბ. ადგილი | მაკ-კომბი, მისისიპი, აშშ |
გარდ. თარიღი | 2 ივნისი, 2008 (79 წლის) |
გარდ. ადგილი | არჩერი, ფლორიდა, აშშ |
დასაფლავებულია | ფლორიდა |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[1] |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1943–2006 |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | BoDiddley.com |
ბო დიდლი ვიკისაწყობში |
დიდლის მიერ აფრიკული რიტმების და საკუთარი რიტმის გამოყენება იქცა ჰიპ-ჰოპის, როკის და პოპის საფუძვლად.[3][5][6] იგი შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და რიტმ-ენდ-ბლუზის ფონდისგან მიღებული აქვს ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებებისთვის[5][7], ისევე, როგორც გრემის ჯილდო. დიდლის აგრეთვე აღნიშნავენ მისი ტექნიკური ნოვატორული ხერხებისა და გამორჩეული მართკუთხედი გიტარისთვის.