გალათასარაი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“ (თურ. Galatasaray Spor Kulübü) — თურქული საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტამბოლიდან, თამაშობს თურქეთის ჩემპიონატში. დაარსებულია 1905 წელს. გალათასარაი საშინაო შეხვედრებს მართავს „თურქ ტელეკომ არენაზე“, რომელიც 55 662 მაყურებელს იტევს. „გალათასარაი“ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული კლუბია, კლუბი არის თურქეთის ჩემპიონი 22-ჯერ, 18-ჯერ არის თურქეთის თასის მფლობელი, 16-ჯერ თურქეთის სუპერთასის მფლობელი, კლუბი ასევე მფლობელია, უეფას თასის და უეფას სუპერთასის.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი გალათასარაი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Sarı Kırmızılılar (წითელ-ყვითლები) Aslan (ლომი) Cimbom | |||
დაარსდა | 20 ოქტომბერი, 1905 | |||
სტადიონი |
თურქ ტელეკომ არენა სტამბოლი, თურქეთი(ტევადობა: 55 662) | |||
პრეზიდენტი | ბურაქ ელმასი | |||
მწვრთნელი | დომენეკ ტორენტი | |||
ლიგა | თურქეთის სუპერლიგა | |||
2021-2022 | მე-13 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
| ||||
მიმდინარე სეზონი |
გალათასარაი ორი გუნდიდან ერთ-ერთია, რომელმაც უეფას თასი მოიგო და ტურნირის განმავლობაში არ დამარცხებულა და პირველი გუნდია, რომელმაც მოიგო ტურნირი მას შემდეგ, რაც მესამე ადგილი დაიკავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. უეფას თასის ფინალში 1999-2000 წლის სეზონში „გალათასარაიმ“ 11 მეტრიანების სერიაში 4:1 დაამარცხა ლონდონის „არსენალი“ და გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელიც დაეუფლა ევროთასს. „გალათასარაის“ ასევე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი სახლში გამარჯვებების ყველაზე დიდ სერიაში. 2001 წლის 13 მაისიდან 2002 წლის 8 დეკემბრამდე მოიგო ზედიზედ 24 შეხვედრა საკუთარ მოედანზე. 2001 წლის იანვარში „გალათასარაი“ მსოფლიო საუკეთესო კლუბების სათავეში იდგა.