განათლება ლაოსში
From Wikipedia, the free encyclopedia
2005 წელს, ლაოსის წიგნიერების მაჩვენებელმა მოსახლეობის 73% (აქედან 83% მამაკაებს შორის და 63% ქალებს შორის) შეადგინა. ეს საიმედო მაჩვენებლად ითვლება. უძველეს ლაოსში მრავალი ეთნიკური ჯგუფიდან მხოლოდ ლაო ლუმის ჰქონდა ოფიციალური განათლების ტრადიცია, რაც იგივეა, რომ სხვა ჯგუფების ენებს არ ჰქონდათ დამწერლობა. XX საუკუნის შუა წლამდე განათლება ძირითადად, ბუდისტურ ტაძრებში მიმდინარეობდა, სადაც ბერები მორჩილებსა და სხვა ბიჭებს ასწავლიდნენ როგორც კითხვას ორივე, ლაო და პალის ენებზე, ისე არითმეტიკის საფუძვლებს, და სხვა რელიგიურ და სოციალურ საგნებს.
კოლონიური პერიოდის განმავლობაში, საფრანგეთმა შეიქმნა საერო განათლება ლაოსში. ამ სისტემაში სწავლების ენა იყო ფრანგული მეორე ან მესამე კლასის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რაიონული ცენტრი და რამდენიმე სოფელი განაგრძობდა ამგვარ სწავლებას. ეს სისტემა დიდწილად შეუსაბამო იყო სოფლის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის საჭიროებებსა და ცხოვრების წესებისთვის. და მაინც, ფრანგულ ენაზე სწავლა იტაცებდა ელიტას. ამ სკოლებს ასევე ესწრებოდნენ ვიეტნამის ემიგრანტები.