გეორგ ზიმელი
გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი / From Wikipedia, the free encyclopedia
გეორგ ზიმელი (გერმ. Georg Simmel, დ. 1 მარტი, 1858, ბერლინი — გ. 26 სექტემბერი, 1918, სტრასბურგი) — გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, გვიანი „ცხოვრების ფილოსოფიის“ ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. უმეტესწილად კულტურის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის პრობლემებზე მუშაობდა.
გეორგ ზიმელი | |
---|---|
გერმ. Georg Simmel | |
დაბ. თარიღი | 1 მარტი, 1858(1858-03-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | ბერლინი[1] |
გარდ. თარიღი | სექტემბერი, 1918 (60 წლის) |
გარდ. ადგილი | პუერტო-ვარასი |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[1] [7] , სოციოლოგი[1] [7] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ერიხ როტჰაკერი და კარლ მანჰაიმი |
შვილ(ებ)ი | ჰანს ზიმელი |
გავლენა მოახდინეს
| |
ხელმოწერა | |
ზიმელი გერმანელ სოციოლოგთა ერთ-ერთი პირველი თაობა იყო: მისმა ნეო-კანტიანურმა მიდგომამ საფუძველი ჩაუყარა სოციოლოგიურ ანტიპოზიტივიზმს, რომელიც სვამს კითხვას „რა არის საზოგადოება ?“ პირდაპირი ქარაგმით კანტის კითხვაზე „რა არის ბუნება ?“[8] სოციალური ინდივიდუალურობისა და ფრაგმენტაციის ნოვატორული ანალიზის წარმოდგენით. ზიმელისთვის კულტურას მიეწერება „ინდივიდების კულტივირება გარე ფორმების აგენტების მეშვეობით, რომლებიც ობიექტირებულიქნენ ისტორიის მსვლელობის კვალ.[8] ზიმელმა სოციალური და კულტურული ფენომენები განიხილა „ფორმებისა“ და „არსის“ ტერმინებში გარდამავლი ურთიერთობით. ამ მხრივ, სტრუქტურიალისტური სტილით მსჯელობაში ის იყო წინამორბედი სოციალურ მეცნიერებებში. თავის ნაშრომში დედაქალაქის შესახებ, ზიმელი იყო ქალაქის სოციოლოგიის, სიმბოლური ინტერაქციონიზმისა და სოციალური ქსელის ანალიზის წინამორბედი.