გვენდოლინ კრისტი
From Wikipedia, the free encyclopedia
გვენდოლინ ტრეისი ფილიპა კრისტი (ინგლ. Gwendoline Tracey Philippa Christie,[1] დ. 28 ოქტომბერი, 1978[2]) — ინგლისელი მსახიობი და მოდელი. იგი ცნობილია ბრიენ ტართელის როლის შესრულებით HBO-ის ფანტასტიკურ-დრამატულ სერიალში „სატახტოთა თამაში“ (2012–2019). ის ასევე ასრულებს პირველი ორდენის წევრის, კაპიტანი ფასმას როლს ვარსკვლავური ომების ფილმების სერიაში „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებასა“ (2015) და ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაიში (2017). სატახტოთა თამაშში შესრულებული როლისთვის ის ნომინირებული იყო პრაიმტაიმის ემის ჯილდოზე დრამაში საუკეთესო შემსრულებელი ქალის კატეგორიაში.
სწრაფი ფაქტები გვენდოლინ კრისტი, მშობლიური სახელი ...
გვენდოლინ კრისტი | |
---|---|
კრისტი სატახტოთა თამაშის ღონისძიებაზე 2019 წელს | |
მშობლიური სახელი | ინგლ. Gwendoline Christie |
დაბადების სახელი | გვენდოლინ ტრეისი ფილიპა კრისტი[1][2] |
დაბადების თარიღი |
28 ოქტომბერი, 1978 (1978-10-28) (45 წლის)[1][3] უორთინგი, დასავლეთ სასექსი, ინგლისი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | ლონდონის დრამის ცენტრი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2006-დან დღემდე |
სიმაღლე | 1.91 მეტრი |
პარტნიორ(ებ)ი | ჯილს დიკონი (2013-დღემდე) |
დახურვა