გლობალური მშვიდობის ინდექსი
From Wikipedia, the free encyclopedia
გლობალური მშვიდობის ინდექსი — ერებისა და რეგიონების მშვიდობისმოყვარეობის აღწერა-გაზომვის ერთგვარი მცდელობა. ორგანიზებულია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ, მშვიდობის ინსტიტუტის ექსპერტების საერთაშორისო ნაწილთან და ანალიტიკურ ცენტრთან კონსულტაციით, სიდნეის უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევითი ცენტრის მონაწილეობით. სია პირველად გამოქვეყნდა 2007 წლის მაისში, შემდეგ კი 2008 წლის მაისში. ავტორთა განცხადებით, ეს არის მსოფლიო ქვეყნების მშვიდობისმოყვარეობის გაზომვის პირველი კვლევა. კვლევა წარმოადგენს ავსტრალიელი მეწარმის სტივ კილელეას გონებრივი შრომის ნაყოფს და მოწონებულია ისეთი ავტორიტეტული პირების მიერ, როგორებიც არიან დალაი-ლამა, მთავარეპისკოპოსი დეზმონდ ტუტუ, მუჰამედ იუნუსი, ირლანდიის ექს-პრეზიდენტი მერი რობინზონი და აშშ ექს-პრექზიდენტი ჯიმი კარტერი. განხილულ ფაქტორებში გათვალისწინებულია ქვეყანაში მღელვარების და კრიმინალის დონე, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი და ომიანობა.