დოლმაბაჰჩე
სასახლე სტამბოლში, თურქეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
დოლმაბაჰჩე (თურქ. Dolmabahçe) — თურქი სულთნების სასახლე სტამბოლში, ბოსფორის ევროპულ მხარეს. აგებულია 1842-1853 წლებში აბდულმეჯიდ I-სთვის, რომელსაც თოფქაფის შუასაუკუნეების სასახლის კომპლექსი აღარ მოსწონდა და ბაროკოს სტილის სასახლე სურდა, რომელიც XVIII საუკუნის ევროპულ სამეფო რეზიდენციებს გაუწევდა კონკურენციას. სასახლე ოსმალეთის იმპერიის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი იყო 1853-1922 წლებში ოცწლიანი ინტერვალის (1889-1909) გარდა, როდესაც ამ ფუნქციას ილდიზის სასახლე ასრულებდა.