დონ ბლუთი
From Wikipedia, the free encyclopedia
დონალდ ვირჯილ „დონ“ ბლუთი (დ. 13 სექტემბერი, 1937)[1] — ამერიკელი ანიმატორი, კინორეჟისორი, პროდიუსერი, ავტორი, ვიდეო თამაშების დიზაინერი და დამოუკიდებელი სტუდიის მფლობელი. ცნობილია 1979 წელს The Walt Disney Company-დან წასვლით და საკუთარი ფილმებით. მათ შორის აღსანიშნავია ფჯეი-ს საიდუმლო (1982), ამერიკული კუდი (1986), დედამიწა ჩვენ წელთაღრიცხვამდე (1988), ყველა ძაღლი სამოთხეში მიდის (1989) და ანასტასია (1997). იგი აგრეთვე მონაწილეობდა ვიდეო თამაშის Dragon's Lair შემუშავებაში. ბლუთი იყო დისნეის სტუდიების კონკურენტი წლების განმავლობაში, დისნეის რენესანსამდე. იგი არის ილუსტრატორ ტობი ბლუთის ტყუპისცალი.
სწრაფი ფაქტები დონ ბლუთი, მშობლიური სახელი ...
დონ ბლუთი | |
---|---|
დონ ბლუთი 2023 წელს | |
მშობლიური სახელი | Don Bluth |
დაბადების თარიღი |
13 სექტემბერი, 1937 (1937-09-13) (86 წლის) ელ-პასო, ტეხასი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
პროფესია | 1959 – დღემდე |
საქმიანობა | რეჟისორი, პროდიუსერი, Sullivan Bluth Studios-ის და Fox Animation Studios-ის თანადამაარსებელი |
რელიგია | უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია |
დახურვა