დუნგანები
From Wikipedia, the free encyclopedia
დუნგანები (დუნგ.:Хуэйзў, ხუეიზუ; ჩინური-არაბული:حُوِ ظُ; გამარტივებული ჩიმური: 东干族, ტრადიციული ჩნური: 東干族; ფინინი: Dōnggān zú, დონგან-ზუ; ვეიდ-ჯაილზი: tʊ́ŋkán tsǔ, ტუნგ-კან-ცუ; რუს. Дунгане, დუნგანე; ყირგ. Дуңгандар, დუნგანდარ, دۇنغاندار; ყაზახ. Дүңгендер, დუნგენდერ, دٷڭگەندەر) — ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჰუების მუსლიმი შთამომავლების აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი.[5] სინძიანში მცხოვრები თურქულად მოლაპარაკე მოსახლეობა ხანდახან მუსლიმ ჰუებს ასევე დუნგანებად მოიხსენიებს.[6] თვითონ ეს ეთნიკური ჯგუფი (მიუხედავად იმისა თუ სად ცხოვრობენ ჩინეთში თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე) საკუთარ თავს ჰუებს უწოდებს. ეს ორივე ეთნიკური ჯგუფი ცენტრალური აზიიდან მოსული ჰუების შთამომავალია.
დუნგანები | |
---|---|
დუნგანი გოგონები ყაზახეთიდან | |
საერთო მოსახლეობა | |
150 000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ყირგიზეთი (2020 წლის აღწერა) | 73,977[1] |
ყაზახეთი (2019 წლის აღწერა) | 72,361[2] |
ტაჯიკეთი | 6,000 |
მონღოლეთი | 5,300 |
უზბეკეთი | 1,900 |
რუსეთი (2010 წლის აღწერა) | 1,651[3] |
უკრაინა | 133[4] |
ენები |
დუნგანური მეორადი ენები: |
რელიგიები | ძირითადად სუნიზმი |
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების აღწერის მიხედვით დუნგანების რაოდენობა შემდეგია: ყირგიზეთი - 73,977, ყაზახეთი - 72,361, ტაჯიკეთი - 6,000 და რუსეთი - რუსეთი.