ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012: ჯგუფი C
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯგუფი C — ევრო 2012-ის მესამე ჯგუფი, სადაც მატჩები გაიმართა 10 ივნისიდან 18 ივნისამდე. ჯგუფის თამაშები ჩატარდა პოლონეთის ქალაქებში – გდანსკში და პოზნანში.
ჯგუფის წევრები იყვნენ ესპანეთი, იტალია, ირლანდია და ხორვატია. ორი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ნაკრები, ესპანეთი და იტალია, პლეი-ოფში გავიდა.