ელ-კუფრა
From Wikipedia, the free encyclopedia
ელ-კუფრა (არაბ. الكفرة) — ლიბიის ყველაზე დიდი რაიონი. დედაქალაქია ელ-ჯაუფი — ერთ-ერთი ოაზისი კუფრის აუზში.[2] დედაქალაქის სიახლოვეს ფუნქციონირებს უზარმაზარი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო. XV საუკუნის ბოლოს, ლეო აფრიკელი ბერდოის მიწაზე არსებული ოაზისის შესახებ იუწყებოდა, რომელიც ავჯილიდან მომავალ ქარავანს მოენახულებინა. სავარაუდიდ, იგი სწორედ ელ-ჯაუფის ან ტაზირბუს ოაზისის შესახებ საუბრობდა.
რაიონი | |
---|---|
ელ-კუფრა الكفرة | |
ქვეყანა | ლიბია |
ადმ. ცენტრი | ელ-ჯაუფი |
კოორდინატები | 24°00′00″ ჩ. გ. 23°00′00″ ა. გ. |
ფართობი | 433 611 კმ² |
მოსახლეობა | 50 104[1] კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 0,1 კაცი/კმ² |
სახელი „კუფრა“ არაბული სიტყვა კაფირიდან მომდინარებს, რაც არამუსლიმს ნიშნავს.[3] კუფრა არ გადასულა არც არაბთა და შემდეგ არც ოსმალთა ხელში, მისი კოლონიზაცია მხოლოდ XIX საუკუნის შუა ხანებში მოახდინეს არაბ ბედუინთა ტომებმა, შემდეგ კი იტალიელებმა 1930-იან წლებში.
ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, კუფრას ლიბიის ოპოზიცია აკონტროლებდა.,[4]
რაიონი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ესაზღვრება ეგვიპტეს, სუდანსა და ჩადს.
2007 წლამდე, კუფრის რაიონი კიდევ უფრო დიდი იყო, მას ეკუთვნოდა ჩრდილოეთით არსებული უდაბნო, რომელიც შემდეგ ალ-ვახატის რაიონის შემადგენლობაში შევიდა.