ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის მე-6 პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვოლოდიმირ ოლექსანდრის ძე ზელენსკი (უკრ. Володимир Олександрович Зеленський; დ. 25 იანვარი, 1978, კრივოი-როგი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. უკრაინის პრეზიდენტი 2019 წლის 20 მაისიდან.[2]
ვოლოდიმირ ზელენსკი | |
უკრაინის მე-6 პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 მაისი, 2019 |
პრემიერ-მინისტრი | ვლადიმერ გროისმანი, ალექსეი გონჩარუკი, დენის შმიგალი |
წინამორბედი | პეტრო პოროშენკო |
დაბადებული | 25 იანვარი, 1978 (1978-01-25) (46 წლის) კრივოი-როგი, უკრაინის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | უკრაინა |
პოლიტიკური პარტია | დამოუკიდებელი[1] |
მეუღლე | ოლენა კიაშკო (დ. 2003) |
შვილები | 2 |
განათლება | კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
უფრო ადრე ცნობილი იყო როგორც შოუმენი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. სტუდია „კვარტალ-95“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და შეუცვლელი ლიდერი. 2010–2012 წლებში იყო ტელეარხ „ინტერის“ მმართველობის წევრი და მთავარი პროდიუსერი.[3]
2019 წელს იყო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და მთავარი ფავორიტი. პირველ ტურში მან ხმების 30,24% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.[4] მეორე ტურში კი ხმების 73,23 პროცენტით პეტრო პოროშენკო დაამარცხა და უკრაინის პრეზიდენტი გახდა.[5]
ზელენსკიმ მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ დაასრულებდა გაჭიანურებულ კონფლიქტს. ცდილობდა დიალოგის დაწყებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.[6] 2021 წელს შექმნილ ესკალაციას 2022 წელს მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ზელენსკის სტრატეგია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სიტუაციის გამწვავების დროს იყო უკრაინელი მოსახლეობის დამშვიდება და საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება, რომ უკრაინა არ აპირებდა სამხედრო მოქმედებებს. [7]
კრიზისის დროს მისმა ლიდერობის უნარმა აღფრთოვანება გამოიწვია საერთაშორისო დონეზე და მას უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოს უწოდებენ.[8][9]