ზენდები
From Wikipedia, the free encyclopedia
ზენდები — ირანულენოვანი ტომი და დინასტია დასავლეთ და სამხრეთ ირანში. XVIII საუკუნის 50-60-იან წლებში ზენდის ტომის ბელადმა ქერიმ-ხანმა ისარგებლა ირანის ფეოდალური დაქსასულობით, სძლია თავის მეტოქეებს და თითქმის მთელი ირანი დაიმორჩილა. მისი გარდაცვალების (1779) შემდეგ ზენდებს შორის ჩამოვარდნილი ქიშპი გამოიყენეს ყაჯარებმა, დაამარცხეს ზენდები და 1794 წლიდან ირანში გაბატონდნენ.