თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი
From Wikipedia, the free encyclopedia
თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი — უკრაინის სახელმწიფო ჯილდო. მიენიჭება პირს უკრაინის წინაშე გამოჩენილი დამსახურებისათვის უკრაინის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის სფეროში, უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებაში, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის დაცვის განვითარებაში, საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი საქმიქნობისათვის. დაარსების მომენტიდან (1995 წელი) არის უკრაინის უმაღლესი ჯილდო უკრაინის მოქალაქეთა, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დასაჯილდოებლად. 1998 წლიდან უკრაინის უმაღლეს ჯილდოს წარმოადგენს წოდება „უკრაინის გმირი“ „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენთან ან სახელმწიფო ორდენთან ერთად. უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის რჩებოდა თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი უმაღლეს სახელმწიფო ორდენად 2008 წლამდე თავისუფლების ორდენის დაარსებამდე.