თურქეთის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
თურქეთის ეროვნული გერბი (თურქ. Türkiye arması) შედგება ვარსკვლავისგან და ნახევარმთვარისგან, რომელიც ასევე, გამოსახულია თურქეთის დროშაზე. ემბლემას არ გააჩნია სამართლებრივი სტატუსი და არ არის გერბი (არ შეიცავს ჰერალდიკურ წესებს). იგი გამოსახულია თურქული პასპორტის საფარზე, თურქეთის პირადობის მოწმობაზე და თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობაბზე.
თურქეთის გერბი | |
---|---|
ვერსიები | |
დეტალები | |
მატარებელი | თურქეთი |
დამტკიცდა | 1923 |
გამოყენება | თურქეთის პასპორტებზე, თურქეთის ვიზებზე[1], ID ბარათებზე[2], თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. |
თურქეთის მიმდინარე ემბლემა 1922 წლიდან უკვე გამოიყენება, როდესაც ოსმალეთის იმპერია გაუქმდა და მისი გერბი გააუქმეს.
იმის გამო, რომ არ არსებობს კანონი ემბლემის ვარსკვლავის და ნახევარმთვარის ფერთან დაკავშირებით, ზოგჯერ გამოიყენება განსხვავებულად სხვადასხვა მიზნებისათვის. ემბლემა, რომელიც გამოიყენებოდა ძველი ეროვნული პირადობის მოწმობებში 1930-იან წლებში, განსვავდებოდა ნახევარმთვარის მიმართულებით, სადაც ნახევარმთვარის მიმართულება მარცხნივ იყო და არა, როგორც ახლა მარჯვნივ.