იაბლონეც-ნად-ნისოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
იაბლონეც-ნად-ნისოუ (ჩეხ. Jablonec nad Nisou) — ქალაქი ჩეხეთში, ლიბერეცის მხარეში, იაბლონეც-ნად-ნისოუს რაიონის ცენტრი. მდებარეობს ლიბერეციდან 9 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ ნისის და მისი შენაკადების ხეობაში. 2011 წლის მონაცემებით 45 ათ. მცხ. ქალაქის ფართობია 31,38 კმ. იაბლონეც-ნად-ნისოუ განთქმულია მინისა და საიუველირო ნაკეთობების წარმოებით.