იბიცას საქმე
From Wikipedia, the free encyclopedia
იბიცას საქმე (გერმ. Ibiza-Affäre)[1] — პოლიტიკური სკანდალი ავსტრიაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჰაინც-კრისტიან შტრახე, ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი და თავისუფლების პარტიის ლიდერი და იოჰან გუდენუსი, თავისუფლების პარტიის ლიდერის მოადგილე.
იბიცას საქმე | |
---|---|
სასამართლო პროცესი და სკანდალი ავსტრიაში | |
მიზეზი | სკანდალი |
ქვეყანა | ავსტრია |
საბუთი | ვიდეო ჩანაწერი |
წელი | 2019 |
სკანდალი გამოიწვია 2019 წლის 17 მაისს ფარულად ჩაწერილი ვიდეოს გამოქვეყნებამ, რომლის დამკვეთი იყო ირანში დაბადებული იურისტი რამინ მირფახრაი[2][3][4][5][6] (სპარს. رامین میرفخرایی)[7], 2017 წლის ივლისის ჩანაწერში ჩანს მაშინდელჯ ოპოზიციური პოლიტიკოსების, შტრახეს და გუდენუსის განხილვა.[8][9][10] ვიდეოში ასევე ჩანს ალიონა მაკაროვა, რომელიც რუსი ბიზნესმენის იგორ მაკაროვის დისშვილი იყო.
სკანდალმა გამოიწვია ავსტრიის მმართველი კოალიციის დაშლა 2019 წლის 18 მაისს და ვადამდელი არჩევნების გამოცხადება.[11][12] კენჭისყრაზე 27 მაისს, პარლამენტმა სებასტიან კურცს მისცა უფლებამოსილება ავსტრიის კანცლერის პოსტზე, ხოლო 28 მაისს დაინიშნა დროებითი მთავრობა. არჩევნები დაინიშნა 29 სექტემბერს[13]. 2020 წელს პროკურატურამ გამოაქვეყნა ვიდეოს ნაწილობრივი ჩანაწერი. ახალ მასალაში სტრახემ უარი რაიმე უკანონო ქმედებაზე.[14]