იგორ ბელანოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
იგორ ივანოვიჩ ბელანოვი (უკრ. Ігор Іванович Беланов; დ. 25 სექტემბერი, 1960, ოდესა, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი) — უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1986). სხვადასხვა დროს იცავდა ოდესის „სკა“-ს, „ჩერნომორეცის“, კიევის „დინამოს“, მენხენგლადბახის „ბორუსიის“, ბრაუნშვაიგის „აინტრახტის“, მარიუპოლის „მეტალურგისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ორგზის (1985, 1986) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1985, 1987), საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სუპერთასის ორგზის (1986, 1987) და თასების მფლობელთა თასის (1986) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. ევროპის საუკეთესო მოთამაშის ოქროს ბურთის მფლობელი (1986). 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[1][2][3][4]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იგორ ივანოვიჩ ბელანოვი | ||
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1960 (1960-09-25) (63 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
ოდესა, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1973–1978 | ჩერნომორეცი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1979–1981 | სკა ოდესა | 68 | (16) |
1981–1985 | ჩერნომორეცი | 116 | (26) |
1985–1989 | დინამო კიევი | 121 | (39) |
1989–1991 | ბორუსია | 24 | (4) |
1991–1995 | აინტრახტი | 67 | (21) |
1995–1996 | ჩერნომორეცი | 3 | (1) |
1996–1997 | მეტალურგი | 5 | (4) |
სულ | 404 | (111) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1985–1990 | საბჭოთა კავშირი | 33 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[5][6]
1986 წელს ბელანოვი მესამე ფეხბურთელი გახდა საბჭოთა კავშირიდან ლევ იაშინისა და ოლეგ ბლოხინის შემდეგ, რომელიც France Football-მა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.