ინკაუასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინკაუასი — ვულკანი სამხრეთ ამერიკაში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე (კატამარკის პროვინცია, არგენტინა; ატაკამის რეგიონი, ჩილე). მისი სიმაღლეა 6,621 მეტრი.
ვულკანი მოიცავს 3.5 კმ სიგანის კალდერას და ორ სტრატოვულკანს. გააჩნია ოთხი პიროკლასტიკური კონუსი, რომლებიდანაც ამოფრქვეულ ბაზალტ-ანდეზიტურ ლავას 10 კმ² აქვს დაფარული. [1]