ისტაქსიუატლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ისტაქსიუატლი, ან ისტასიუატლი (ესპ. Iztaccíhuatl) (მომდინარეობს ნაუატლიდან: ისტაკი — თეთრი, ხოლო სიუატლი — ქალი, ანუ თეთრი ქალი) — მექსიკის სიდიდით მესამე მთა (ორისაბასა (5 636 მ) და პოპოკატეპეტლის (5426 მ) შემდეგ).
ისტაქსიუატლი | |
---|---|
ვულკანი 2004 წელს | |
კოორდინატები: 19°10′45″ ჩ. გ. 98°38′36″ დ. გ. | |
ქვეყანა | მექსიკა |
სიმაღლე | 5230 მ |
მთის მასივი | კორდილიერები |
ტიპი | სტრატოვულკანი |
პირველი ასვლა | 1889 |
ბოლო ამოფრქვევა | უცნობია |
მთას აქვს ოთხი მწვერვალი, რომლებიდანაც უმაღლესია პეჩო (ესპ. el pecho — „მკერდი“), რომელიც ზღვის დონიდან 5 230 მ სიმაღლეზე იწევა. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ამ მწვერვალების სილუეტები წააგავს მწოლიარე ქალის ფიგურის თავს, მკერდს, ფეხებსა და ტერფებს. ისტაქტიუატლი მეხიკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კმ სიშორეზე მდებარეობს. მისი თოვლიანი მწვერვალის დანახვა ქალაქიდანვე შეიძლება. დედაქალაქთან (ჯერ აცტეკების იმპერიის, შემდეგ კი თანამედროვე მექსიკის) სიახლოვის გამო, ეს მთა მრავალ ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებშია მოხსენიებული.
თანამედროვე ისტორიაში ისტაქსიუატლზე პირველად ავიდნენ 1889 წელს. თუმცა არქეოლოგიური ნიმუშები მოწმობენ, რომ აცტეკები და უფრო ადრინდელი ცივილიზაციის წარმოამდგენლებიც ადიოდნენ ამ მთაზე.
ხშირად ამბობენ, რომ მთის სიმაღლე 5 286 მეტრია, მაგრამ სპეის შატლიდან რადარული გაზომვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთის სიმაღლეა 5 230 მეტრი.