იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-2 სესია
From Wikipedia, the free encyclopedia
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-2 სესია გაიმართა ვაშინგტონში და მიმდინარეობდა 1978 წლის 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე, აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თევზების, ველური ბუნებისა და პარკების საკითხებში მდივნის თანაშემწის, დევიდ ჰეილზის თავმჯდომარეობით.
სესიას ესწრებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 13 წევრი ქვეყნის დელეგაცია[1], ასევე დამკვირვებლები 1972 წლის მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის მონაწილე 5 სახელმწიფო[2] და 10 საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია. სამი საერთაშორისო ორგანიზაცია — ICCROM, ICOMOS და IUCN — მოიწვიეს როგორც კონსულტანტები.[3]
ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია წარადგინეს. სიაში შესატანად 33 კულტურული და ბუნებრივი ძეგლი იყო წარდგენილი. სესიის ბოლოს 7 ქვეყნის 12 ძეგლი შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. გარდა ამისა, სხდომაზე დაამტკიცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ემბლემა.