იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში
From Wikipedia, the free encyclopedia
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში — ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული ან ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ხელქმნილი ობიექტები, რომელთაც პრიორიტეტი მიენიჭათ დაცვასა და პოპულარიზაციაში. 1972 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ მიიღო მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის დეკლარაცია (ძალაში 1975 წელს შევიდა), რომელსაც ესპანეთი 1982 წლის 4 მაისს შეუერთდა. ესპანეთის კულტურა გამორჩეულად მრავალფეროვანია — იგი მოიცავს კელტური, იბერიული, რომაული, მაჰმადიანური და ქრისტიანული კულტურების ელემენტებს. 2018 წლის მონაცემებით ესპანეთში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 49 ძეგლია და იგი იტალიის და ჩინეთისა და გერმანიის შემდეგ მეოთხე ქვეყანაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით. 1984 წელს, პირველად მას შემდეგ, რაც ესპანეთი მიუერთდა დეკლარაციას, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეუერთდა 5 ესპანური ძეგლი:
- ალჰამბრა და ხენერალიფე გრანადაში.
- ბურგოსის კათედრალი,
- კორდობა,
- ესკორიალი,
- ანტონიო გაუდის ქმნილებები.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 1120 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 4,3 % ესპანეთის წილია.
- აქედან:
- 43 კულტურული ობიექტია
- 4 ბუნების ობიექტია (გარახონაის ეროვნული პარკი, დონიანას ეროვნული პარკი და ტეიდეს ეროვნული პარკი, კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები)
- 2 შერეული ტიპის ობიექტია (იბიცა და მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი)