იუნის კენედი შრაივერი
From Wikipedia, the free encyclopedia
იუნის მერი კენედი შრაივერი (ინგლ. Eunice Mary Kennedy Shriver; დ. 10 ივლისი, 1921 – გ. 11 აგვისტო, 2009) — ამერიკელი ქველმოქმედი [1] და კენედის ოჯახის წევრი. იყო სპეციალური ოლიმპიადის დამფუძნებელი, რომელიც სპორტული ორგანიზაციაა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ინვალიდთა სახელით გაწეული ძალისხმევისთვის შრაივერი 1984 წელს დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.
სწრაფი ფაქტები იუნის კენედი შრაივერი, დაბადების სახელი ...
იუნის კენედი შრაივერი | |
---|---|
დაბადების სახელი | იუნის მერი კენედი |
დაბადების თარიღი |
10 ივლისი, 1921 მასაჩუსეტსი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
11 აგვისტო, 2009 (88 წლის) მასაჩუსეტსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | სტენფორდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ქველმოქმედი, აქტივისტი |
პარტია | დემოკრატიული პარტია (აშშ) |
მეუღლე(ები) | სარგენტ შრაივერი |
შვილ(ებ)ი | 5 |
მშობლები |
მამა: ჯოზეფ კენედი დედა: როუზ კენედი |
საიტი | eunicekennedyshriver.org |
ხელმოწერა |
დახურვა
ის იყო აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის, ამერიკელი სენატორების რობერტ ფ. კენედის, როუზმერი კენედის და აშშ-ს ელჩის, ჟან კენედი სმიტის და. დაქორწინებული იყო სარჯენტ შრაივერზე, რომელიც იყო შეერთებული შტატების ელჩი საფრანგეთში და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 1972 წელს.