კათარინა ავსტრიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კათარინა ავსტრიელი (გერმ. Katharina von Österreich, იტალ. Caterina d'Austria, პოლ. Katarzyna Habsburżanka, ლიეტ. Kotryna Habsburgaitė; დ. 15 სექტემბერი, 1533, ვენა, ავსტრია — გ. 28 თებერვალი, 1572, ლინცი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა უნგრელის ქალიშვილი. 1549 წელს ცოლად შერთეს მანტუის ჰერცოგ კარლო III გონძაგას, თუმცა 1550 წელს კათარინა დაქვრივდა. 1553 წელს იგი ცოლად შერთეს მეორედ დაქვრივებულ მისსავე სიძეს, პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ II იაგელონს. მათი ქორწინება არასდროს ყოფილა ბედნიერი და არც შვილები არ ჰყოლიათ. 1554 და 1558 წლებში მოშლილი ორსულობების შემდეგ სიგიზმუნდი კათარინას ახლოს აღარ გაჰკარებია. იგი პაპს კათარინასთან განქორწინებას სთხოვდა, თუმცა ამაოდ. 1565 წლიდან დედოფალი კათარინა მშობლიურ ავსტრიაში დაბრუნდა და ქალაქ ლინცში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სიგიზმუნდი გარდაიცვალა უშვილოდ, რის გამოც იაგელონთა დინასტია შეწყდა.
კათარინა ავსტრიელი | |
---|---|
Katharina von Österreich | |
მანტუის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 22 ოქტომბერი, 1549 |
მმართ. დასასრული: | 22 თებერვალი, 1550 |
წინამორბედი: | მარგერიტა პალეოლოგინა |
მემკვიდრე: | ელეონორა ავსტრიელი |
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | 30 ივნისი, 1553 |
მმართ. დასაწყისი: | 23 ივნისი, 1553 |
მმართ. დასასრული: | 28 თებერვალი, 1572 |
წინამორბედი: | ბარბარა რაძივილი |
მემკვიდრე: | ლუიზა დე ლორენ-ვედემონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 სექტემბერი, 1533 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 28 თებერვალი, 1572, (38 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლინცი, ავსტრია |
მეუღლე: |
ფრანჩესკო III, მანტუის ჰერცოგი (ქ. 1549 - გარდ. 1550) სიგიზმუნდ II, პოლონეთის მეფე (ქ. 1553) |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | ანა უნგრელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |