კარლ II (ავსტრიის ერცჰერცოგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ II (გერმ. Karl II. Franz von Innerösterreich; დ. 3 ივნისი, 1540, ვენა — გ. 10 ივლისი, 1590, გრაცი) — შუა ავსტრიის ერცჰერცოგი 1564–1590 წლებში, შტირიელი ჰაბსბურგების წარმომადგენელი (შტირია იყო შუა ავსტრიის საჰერცოგოს ცენტრი), საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, ანა იაგელონის ვაჟი.
თავდაპირველად ჰერცოგი პროტესტანტებს ლმობიერად ექცეოდა. 1572 წელს კარლ II-მ დააკანონა რწმენის თავისუფლება და გრაცი გახდა პროტესტანული მოძრაობის ცენტრი შუა ავსტრიაში. თუმცა 1573 წელს მან იეზუიტები მოიწვია, რომლებმაც 1586 წელს დააარსეს გრაცის კათოლიკური უნივერსიტეტი. კარლ II-ის შვილმა და მემკვიდრემ, ფერდინანდ II-მ გააგრძელა პროტესტანტებთან ბრძოლა და გააძევა პროტესტანტიზმის მქადაგებლები შტირიიდან.