კლივლენდის შოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
კლივლენდის შოუ (ინგლ. The Cleveland Show) — ამერიკული ანიმაციური სიტკომი, შექმნილი სეთ მაკფარლეინის, მაიკ ჰენრისა და რიჩარდ ეპელის მიერ 2009 წელს Fox Broadcasting Company-ისთვის. იგი წარმოადგენს სერიალ გრიფინების სპინ-ოფს. პრემიერა შედგა 2009 წლის 27 სექტემბერს.
კლივლენდის შოუ The Cleveland Show | |
---|---|
სერიალის ლოგო | |
ჟანრი | ანიმაციური სიტკომი |
ავტორი |
სეთ მაკფარლეინი რიჩარდ ეპელი მაიკ ჰენრი |
გახმოვანება |
|
თემის კომპოზიტორი | უოლტერ მერფი |
კომპოზიტორ(ებ)ი | უოლტერ მერფი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 4 |
ეპიზოდი | 88 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
სეთ მაკფარლეინი რიჩარდ ეპელი მაიკ ჰენრი |
პროდიუსერ(ებ)ი |
კარა ველოუ კორტნი ლილი |
რედაქტორ(ებ)ი | კირკ ბენსონი |
ხანგრძლივობა | 21–22 წუთი |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი | 20th Television |
ჩვენების ფორმატი | 720p (16:9 HDTV) |
აუდიო ფორმატი | Dolby Digital 5.1 |
ეთერში | 27 სექტემბერი, 2009 — 19 მაისი, 2013 |
დაკავშირებული შოუები | გრიფინები |
რესურსები ინტერნეტში |
სერიალის სიუჟეტი დაფუძნებულია გრიფინების მეორეხარისხოვან გმირ კლივლენდ ბრაუნზე და მის ოჯახზე, სადაც შედიან: დონა ტაბსი (დედა), კლივლენდ ბრაუნი უმცროსი (ვაჟი), რობერტა ტაბსი (ქალიშვილი) და რეილო ტაბსი (ვაჟიშვილი). გრიფინების მსგავსად, კლივლენდის შოუ სატირიული ხასიათისაა და ასახულია ამერიკული კულტურის ნაკლოვანებები. პერსონაჟებს ახმოვანებენ მსახიობები: მაიკ ჰენრი, სანა ლათანი, კევინ მაიკლ რიჩარდსონი, რიგან გომეს-პრესტონი, ჯეისონ სუდეკისი და სეთ მაკფარლეინი.
კლივლენდის შოუს შექმნის იდეა სეთ მაკფარლეინს ჯერ კიდევ 2007 წელს მოუვიდა, მაშინ როდესაც მუშაობდა ორ ანიმაციურ სერიალზე, გრიფინებსა და ამერიკელ მამიკოზე.[1][2]
პირველი ეპიზოდის დიდი წარმატების შემდეგ, Fox-მა სერიალისთვის ერთი სეზონის დათმობა გადაწყვიტა. 2010 წლის იანვარში კომპანიამ მეორე სეზონი შეუკვეთა, იმავე წლის სექტემბერში მესამე, ხოლო 2011 წლის მაისში მეოთხე. ბოლო ეპიზოდი გამოვიდა 2013 წლის 19 მაისს, მოგვიანებით კი შოუ დაბალი რეიტინგების გამო დაიხურა.[3] სერიალმა მიიღო ენის და პრაიმტაიმის ემის ჯილდოს თითო-თითო ნომინაცია და მოზარდთა არჩევანის ჯილდოს ორი ნომინაცია, თუმცა მოჰყვა შერეული შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო მიმოხილვების საიტ Metacritic-ზე ფლობს 100-დან 57 ქულას.[4]