კორომოტოს ღვთისმშობელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კორომოტოს ღვთისმშობელი (ესპ. Nuestra Señora de Coromot) — ღვთისმშობლის ცნობილი კათოლიკური ხატი. 1942 წელს გამოცხადდა ვენესუელის მფარველად.
როდესაც 1591 წელს პორტუგესის შტატის დედაქალაქი გუანარე დაარსდა, რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი ინდიელები — კოსპესები ჩრდილოეთით, ჯუნგლებში გაიქცენენ. ამავე დროს კათოლიკურმა ეკლესეიამ მათი ქრისტიანობაზე მოქცევა დაიწყო, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა.[1] არსებობს გადმოცემა, რომ ადგილობრივ ტომთა ბელადს ღვთისმშობელი ორჯერ გამოეცხადა, პირველად 1651 წელს, მდინარის ხეობაში და მოუწოდა მონათლულიყო, მეორედ კი 1652 წლის 8 სექტემბერს მის ქოხში, როდესაც ის კვლავ უარს ამბობდა მონათვლაზე. მან ღვთისმშობლის აჩრდილის შეპყრობა სცადა, თუმცა ის გაუჩინარდა და იმ ადგილას პატარა ნახატი დატოვა.[2][3][4]
1942 წლის 1 მაისს, ვენესუელის ეპარქიამ ხატი ქვეყნის მფარველად გამოაცხადა, რაც 1944 წლის 7 ოქტომბერს რომის პაპმა პიუს XII-მ დაადასტურა. შემდეგში, გუანარეში ვიზიტისას პაპმა იოანე პავლე II-მ ხატის სამლოცველო გვირგვინით შეამკო, პაპმა ბენედიქტე XVI-მ კი კორომოტოს ღვთისმშობლის სალოცავი მცირე ბაზილიკის რანგში აიყვანა.