კოსოვოს მეორე ბრძოლა (უნგრ. második rigómezei csata, თურქ. İkinci Kosova Muharebesi) (1448 წლის 17–20 ოქტომბერი)-სახმელეთო ბრძოლა უნგრეთის მეთაურობით ჯვაროსანთა არმიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის კოსოვოს პოლიეში. ეს იყო უნგრეთის შეტევის კულმინაცია, რათა შურისძიება მოეხდინათ ვარნაში მარცხისთვის ოთხი წლის წინ. სამდღიან ბრძოლაში ოსმალეთის არმიამ სულთან მურად II-ის მეთაურობით დაამარცხა ჯვაროსნული არმია მეფისნაცვლის იოანე ჰუნიადის მეთაურობით.
სწრაფი ფაქტები კოსოვოს ბრძოლა, თარიღი ...
კოსოვოს ბრძოლა |
---|
აქინჯი ლასოთი ამარცხებს უნგრელ რაინდს. |
თარიღი |
1448 წლის 17–20 ოქტომბერი
(3 დღე) |
---|
მდებარეობა |
კოსოვოს დაბლობი, სერბული დესპოტატი |
---|
შედეგი |
ოსმალეთის გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
|
დანაკარგები |
---|
4000 დაიღუპა |
6000 – 17000 მოკლული ან ტყვედ ჩავარდნილი |
|
დახურვა
ამ ბრძოლის შემდეგ, თურქებს გზა გაუხსნეს სერბეთისა და ბალკანეთის სხვა სახელმწიფოების დასაპყრობად. ასევე დასრულდა კონსტანტინოპოლის გადარჩენის ყოველგვარი იმედი. უნგრეთის სამეფოს აღარ გააჩნდა სამხედრო და ფინანსური რესურსი ოსმალეთზე თავდასხმისთვის. მათ ევროპულ საზღვრებზე ნახევარსაუკუნოვანი ჯვაროსნული საფრთხის დასასრულის შემდეგ, მურადის ძე მეჰმედ II-მ თავისუფლად შეძლო ალყა მოექცია კონსტანტინოპოლისთვის 1453 წელს.