ლეო მაკ-კერნი
From Wikipedia, the free encyclopedia
რეჯინალდ მაკ-კერნი (ინგლ. Leo McKern; დ. 16 მარტი, 1920 — გ. 23 ივლისი, 2002) — ავსტრალიელი მსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული ბრიტანულ, ავსტრალიურ და ამერიკულ ფილმებში, აგრეთვე 200-ზე მეტ სპექტაკლში.
ლეო მაკ-კერნი | |
---|---|
ლეო მაკ-კერნი ფილმში „რაიანის ქალიშვილი“ (1970) | |
მშობლიური სახელი | Leo McKern |
დაბადების სახელი | რეჯინალდ მაკ-კერნი |
დაბადების თარიღი |
16 მარტი, 1920 სიდნეი, ავსტრალია |
გარდაცვალების თარიღი |
23 ივლისი, 2002 (82 წლის) ბათი, გაერთიანებული სამეფო |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
განათლება | სიდნეის ტექნიკური სკოლა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1949-1999 |
მეუღლე(ები) | ჯეინ ჰოლანდი (იქ. 1946–2002) (მის გარდაცვალებამდე) |
შვილ(ებ)ი | აბიგაილი და ჰარიეტი |
ჯილდოები |
მაკ-კერნი დაიბადა სიდნეიში, ნორმან უოლტონ მაკ-კერნისა და ვერა მარტინის ოჯახში. სწავლობდა სიდნეის ტექნიკურ სკოლაში.[1] 15 წლის ასაკში, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა მარცხენა თვალი.[2] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა ავსტრალიის არმიაში.[3] მისი დებიუტი თეატრში შედგა 1944 წელს სიდნეიში, ხოლო პირველი კინოროლი მიიღო ფილმში „მკვლელობა კათედრალში“ 1951 წელს.
მისი განთქმული ფილმებია „მიშველე!“ (1965), „ყველა დროის ადამიანი“ (1966), „რაიანის ქალიშვილი“ (1970), „ცისფერი სავანე“ (1980), „ფრანგი ლეიტენანტის ქალი“ (1981), „ქალბატონი-ქორი“. იგი აგრეთვე მონაწილეობს ფილმების სერიის „ომენის“ პირველ და მეორე ნაწილში.
ცხოვრების პერიოდში იტანჯებოდა რიგი დაავადებებით, მათ შორის — შაქრიანი დიაბეტით. 2002 წელს გაგზავნეს ბათის მოხუცთა თავსესაფარში, სადაც იგი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. 1983 წელს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, ავსტრალიის მთავრობამ მას მიანიჭა ავსტრალიის ორდენის ოფიცრის წოდება.[4]