ლი ჩონგ ვეი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლი ჩონგ ვეი (დ. 21 ოქტომბერი, 1982) — მალაიზიელი პროფესიონალი ბადმინტონის მოთამაშე. როგორც ინდივიდუალური მოთამაშე, ლი არის ნომერ პირველი მოთამაშე მსოფლიოში 199 ყოველკვირეული გამარჯვებებით 2008 წლის 21 აგვისტოდან 2012 წლის 14 ივნისამდე[1]. ის არის მეოთხე მალაიზიელი მოთამაშე რაშიდ სიდეკის, როსლინ ჰაშიმისა და ვონგ ჩონგ ჰანის შემდეგ, რომელმაც მიაღწია ასეთი შეფასება (ასეთი ოფიციალური შეფასება დაიწყო 1980-იანი წლებიდან) და ის არის ერთადერთი მალაიზიელი შათლერი, რომელმაც შეინარჩუნა პირველი ადგილი რეიტინგში ერთ წელზე დიდხანს[2].
ლი სამჯერ გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი ოლიმპიურ თამაშებში და მეექვსე მალაიზიელი, ვინც მოიგო ოლიმპიური მედალი[2]. მან მოიგო პირველი ვერცხლის მედალი 2008 წელს, ასევე პირველად მალაიზიამ მიაღწია ფინალამდე მამაკაცების თანრიგში. ამ წარმატების გამო მალიზიის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ ტუნ რაზაკმა ლის ევრონული გმირი უწოდა[3]. მან ამ წარმატებას მიაღწია კიდევ ორჯერ 2012 და 2016 წლებში, ამან კი იგი ყველაზე წარმატებულ მალაიზიელ ოლიმპიელად აქცია ქვეყნის ისტორიაში[4].