ლუბრიკანტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუბრიკანტი, იგივე საცხი (ლათ. lubrico — გლუვად, სრიალად გახდომა) — მასალა, რომელიც აიოლებს ხახუნს, მასალის მნიშვნელობით იგივეა, რაც საპოხი.
მრავალმნიშვნელოვანი ტერმინ საპოხისგან განსხვავებით, ტერმინ ლუბრიკანტს ტექნიკური მახასიათებელი აქვს. ძალიან ხშირად მისით აღინიშნებიან ინტიმური გელ-საპოხები. ჩვეულებრივ ლუბრიკანტები — ორგანული წარმოშობის ნივთიერებებია, ძირითადად სხვადასხვა ნატურალური და სინთეთიკური ცვილები[1]. ლუბრიკანტები ასევე ლორწოვან გარსსაც იცავენ მიკრობზარებისა და გაღიზიანებისგან, რომელთა მეშვეობითაც ინფექციები იჭრება. ლუბრიკანტები ხსნიან ტკივილის შეგრძნებებს და ზრდიან კომფორტულობას. ლუბრიკანტებს გამოყენებისას უკუჩვენება არ გააჩნიათ. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული რეაქცია, პროდუქტის რომელიმე შემადგენელ ელემენტზე. ალერგიის აცილება კი მარტივადაა შესაძლებელი ორასზე მეტი დასახელების ლუბრიკანტიდან შესაფერისის არჩევით.