ლუდვიგ ფონ მიზესი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუდვიგ ჰაინრიხ ედლერ ფონ მიზესი (გერმ. Ludwig Heinrich Edler von Mises; დ. 29 სექტემბერი, 1881, ლემბერგი — გ. 10 ოქტომბერი, 1973, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ლოგიკოსი და სოციოლოგი. მიზესი კლასიკური ლიბერალიზმის საზოგადოებისთვის სარგებლიანობის შესახებ წერდა და კითხულობდა ლექციებს. ის ყველაზე მეტად ცნობილია პრაქსეოლოგიის შესწავლით, რომელიც არის მეცნიერება ადამიანის არჩევანისა და ქმედების შესახებ. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის ავსტრიული სკოლის განვითარებაში. ფრიდრიხ ჰაიეკთან ერთად ლიბერტარიანიზმის ფილოსოფიის დამაარსებლად ითვლება.
მიზესი 1940 წელს ავსტრიიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.[3] მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული ლიბერტარიანული მოძრაობები განიცდიან მიზესის შრომების დიდ გავლენას. მიზესის მოსწავლე, ფრიდრიხ ჰაიეკი, თვლიდა მას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პიროვნებად მე-20 საუკუნის ომის შემდგომ პერიოდში კლასიკური ლიბერალიზმის აღორძინებაში. ჰაიეკის ნაშრომი „თავისუფლების იდეალთა გადაცემა“ (1951) პატივს მიაგებს მიზესის გავლენას მეოცე საუკუნის ლიბერტარიანულ მოძრაობაზე.[4]
მიზესის პირადი სასემინარო ჯგუფი შედგებოდა მნიშვნელოვანი ეკონომისტებისგან.[5] კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ ჰაიეკი და ოსკარ მორგენშტერნი, მათი დიდი ნაწილი ემიგრირდა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. მიზესს ავსტრიაში დაახლოებით 70 ახლო მოსწავლე ჰყავდა.[6] შეერთებულ შტატებში დაარსდა ლუდვიგ ფონ მიზესის სახელობის ინსტიტუტი მისი სწავლების გასაგრძელებლად.