ლუნენბურგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუნენბურგი (ინგლ. Lunenburg) — ქალაქი კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციის ლუნენბურგის საგრაფოში. მდებარეობს პროვინციის სამხრეთის სანაპიროს რეგიონში, მაჰონის ყურის დასავლეთით, ნახევარკუნძულზე. ქალაქი დაახლოებით 90 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთითაა დაცილებული ჰალიფაქსის რეგიონალური მუნიციპალიტეტის საზღვარს. 2006 წლის მონაცემებით, ლუნენბურგის მოსახლეობა 2 317 ადამიანს შეადგენს.
სწრაფი ფაქტები ძველი ქალაქი ლუნენბურგი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ძველი ქალაქი ლუნენბურგი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | კანადა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv, v |
სია | |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა |
კოორდინატები | 44°22′37″ ჩ. გ. 64°19′08″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) |
ნომერი | 741 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
1995 წლიდან ქალაქის ისტორიული ნაწილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ქალაქი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურითა და სამოქალაქო მონახაზით, რაც ბრიტანეთის კოლონიური დასახლების გეგმარების საუკეთესო მაგალითია მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში.