ლუქსემბურგი (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუქსემბურგი (ლუქსემბ. Lëtzebuerg, გერმ. Luxemburg, ფრანგ. Luxembourg) — ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მდინარეების, ალზეტეს და პეტრუსის შესართავთან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლუქსემბურგი Lëtzebuerg / Luxemburg / Luxembourg | |||||
| |||||
ქვეყანა | ლუქსემბურგი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 49°37′00″ ჩ. გ. 6°08′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Lydie Polfer | ||||
დაარსდა | 963 | ||||
ფართობი | 51.46 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 230 - 402 მ | ||||
მოსახლეობა | 76,420 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 1,485 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | vdl.lu | ||||
2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 122,273 ადამიანს.[1] ლუქსემბურგი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დედაქალაქში 160 ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ლუქსემბურგელები ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს შეადგენენ, მათი 70% კი საზღვარგარეთაა დაბადებული. ლუქსემბურგში უცხოელთა რიცხვი ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება.[2]
2011 წელს ლუქსემბურგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ქალაქი იყო.[3] ამევე წელს, მერსერის კვლევის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 221 ქალაქში ჩატარდა, ლუქსემბურგი პირადი უსაფრთოების დონით პირველ ადგილზე, ხოლო ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით მე-19 ადგილზე გავიდა.[4]
ლუქსემბურგი ბრიუსელთან, ფრანკფურტთან და სტრასბურგთან ერთად ევროკავშირის ერთ-ერთი დე ფაქტო დედაქალაქია. ქალაქში ორგანიზაციის შვიდი ინსტიტუტის შტაბ-ბინაა განლაგებული. ესენია: მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო, ევროპული პარლამენტის სამდივნო, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ფონდი და და ევროპის სტატისტიკის სამსახური.[5]
ლუქსემბურგი ბრიუსელიდან 213, პარიზიდან 372, ხოლო კელნიდან 209 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.[6]