მანმოჰან სინგჰი
From Wikipedia, the free encyclopedia
მანმოჰან სინგჰი (დევანაგარი: मनमोहन सिंह; დ. 26 სექტემბერი, 1932, გაჰი, დასავლეთ პენჯაბი, თანამედროვე პაკისტანი) — ინდოელი სახელმწიფო მოღვაწე. ინდოეთის მე-14 პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ნაციონალური პარტიიდან, 2004 წლის 22 მაისიდან. სარწმუნოებით სიქჰი, ის გახდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პირველი არაინდუსი პოლიტიკოსი.
მანმოჰან სინგჰი Manmohan Singh ਮਨਮੋਹਨ ਸਿੰਘ | |
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 მაისი, 2004 – მაისი, 2014 | |
პრეზიდენტი | აბდულ ქამელი პრატიბა პატილი |
წინამორბედი | ატალ ბიჰარი ვაჯპაი |
მემკვიდრე | ნარენდრა მოდი |
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 ნოემბერი, 2005 – 24 ოქტომბერი, 2006 | |
ინდოეთის ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ივნისი, 1991 – 16 მაისი, 1996 | |
დაბადებული | 26 სექტემბერი 1932 გაჰი, ამჟამად პაკისტანი |
პოლიტიკური პარტია | ინკ |
პროფესია | ეკონომისტი |
რელიგია | სიქიზმი |
1982-1985 წლებში ის იყო ინდოეთის სარეზერვო ბანკის მმართველი. 1991-1996 წლებში ინდოეთის ფინანსთა მინისტრი. 2005-2006 წლებში ის ერთდროულად იკავებდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრების პოსტს. 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის იანვარში ის კვლავ იკავებდა ინდოეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს პრემიერ-მინისტრის პოსტთან ერთად.
რამდენიმე პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში, მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე სამეცნიერო შრომის ავტორი ეკონომიკაში. 1993 წელს ჟურნალმა "Euromoney" ის დაასახელა წლის საუკეთესო ფინანსთა მინისტრად, ხოლო ჟურნალმა "Asiamoney" ის ორჯერ ცნო საუკეთესო მინისტრად 1993 და 1994 წლებში.