მელისა მაკ-კართი
From Wikipedia, the free encyclopedia
მელისა ენ მაკ-კართი (ინგლ. Melissa McCarthy; დ. 26 აგვისტო, 1970) [1] — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მწერალი, პროდიუსერი და მოდის დიზაინერი. იგი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის ორი პრაიმტაიმ ემი ჯილდო და როგორც ოსკარის ორი ნომინაცია, ასევე ორი ორი ოქროს გლობუს. მაკ-კართი ჟურნალ Time- მა დაასახელა, როგორც 2016 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანიდან ერთ–ერთი, გარდა ამისა, იგი მრავალჯერ გამოირჩეოდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების წლიური რეიტინგში. [2] [3] [4] 2020 წელს გაზეთ New York Times–ში 21-ე საუკუნის დიდებულ 25 მსახიობს შორის, მელისა #22 ადგილზე გავიდა. [5]
მელისა მაკ-კართი | |
---|---|
მაკ-კართი 2018 წელს | |
დაბადების სახელი | მელისა ენ მაკ-კართი |
დაბადების თარიღი |
26 აგვისტო, 1970 (1970-08-26) (53 წლის) ილინოისი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, კომიკოსი, მწერალი, პროდიუსერი, დიზაინერი |
აქტიური | 1997-დღემდე |
მეუღლე(ები) | ბენ ფალკონი (იქ. 2005) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მაკ-კართიმ ტელევიზიასა და კინოში გამოჩენა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო და პირველად მოიპოვა აღიარება სუკი სენტ ჯეიმსის როლით სატელევიზიო სერიალში გილმორის გოგოები (2000–2007). მან დენას როლი მოირგო ABC-ს სიტკომის სამანტა ვინ?-ში. (2007–2009) მანამდე ითამაშა, მოლი ფლინის როლი, CBS-ს სიტკომში მაიკი და მოლი (2010–2016), რისთვისაც მან მიიღო პრაიმტაიმ ემის ჯილდო კომედიურ სერიალში გამოჩენილი მთავარი როლის შესრულებლისთვის. მაკ-კართიმ მრავალჯერ მიიღო მონაწილეობა შოუში, შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა პრაიმტაიმ ემი ჯილდოთი, კომედიურ სერიალში გამოჩენილი სტუმრის მსახიობი ქალის კატეგორიაში.
მან კრიტიკოსების დიდი მოწონება მოიპოვა 2011 წლის ამერიკულ ფილმში, ''მეჯვარეებში'' შესრულებული როლისთვის, აღნიშნული როლით მან მიიღო ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალისთვის. გარდა ამისა, გადაღებულია რამდენიმე კომერციულად წარმატებულ კომედიურ ფილმებში, მათ შორის არის: ქურდის იდენტიფიკაცია (2013), პოლიციელები ქვედაბოლოებში (2013), ტემი (2014), წმინდა ვინსენტი (2014), სამმაგი აგენტი (2015) და ბოსი (2016). წარუმატებელი კომედიების მოკლე სერიების შემდეგ, მაკ-კართიმ განასახიერა ლი ისრაელი ბიოგრაფიულ ფილმში, შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ? (2018), აღნიშნული როლისთვის მან მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.
მაკ-კართი და მისი მეუღლე ბენ ფალკონი არიან დამფუძნებლები საპროდიუსერო კომპანიის, ''On the Day Productions'', რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობდნენ რამდენიმე კომედიურ ფილმზე. 2015 წელს მან შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი პლუს ზომის ქალბატონებისთვის, სახელად ''Melissa McCarthy Seven7'' და მიიღო კინემატოგრაფიული ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. [6] [7]