მეტეოროიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
მეტეოროიდი, მეტეორული სხეული, მეტეორული ნივთიერება — პლანეტათშორის სივრცეში გაფანტული მცირე ზომის მყარი სხეულები, რომელსაც ზომის თვალსაზრისით შუალედური ადგილი უკავია კოსმოსურ მტვერსა და ასტეროიდს (10 მკმ-დან — 1 მ-მდე) შორის.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მეტეორიტი ან მეტეორი. |
მეტეოროიდი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში იჭრება მაღალი (11-72 კმ/წმ) სიჩქარით, ჰაერთან ხახუნის შედეგად ხურდება, იშლება და იწვება, რომლის დროსაც იქმნება მეტეორის („ვარსკვლავთცვენის“ სახით დარჩენილი კვალი) სახელით ცნობილი მოვლენა. დედამიწაზე ჩამოვარდნილი მატეოროიდის სხეული იწოდება მეტეორიტად.
მეტეორული ნივთიერება თავმოყრილია ეკლიპტიკის სიბრტყეში და უმთავრესად დედამიწის გარემოქცევის მიმართულებით ბოძრაობს. იგი იწვევს ზოდიაქურ სინათლეს, მჭიდრო კავშირშია მეტეორულ ნაკადებთან და სპორადულ მეტეორებთან.