მოზაიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მოზაიკა (ფრანგ. mosaїque, იტალ. mosaico < ლათ. musivum — „მუზებს მიძღვნილი“) — მონუმენტური ფერწერის სახეობა; სახვითი და ორნამენტული კომპოზიციები, რომლებიც შედგენილია მცირე ზომის ერთგვაროვანი ბუნებრივი (კენჭი, ნიჟარა, ბუნებრივი ქვა) ან ხელოვნური წარმოშობის (სმალტა, მინანქარი) ელემენტებისგან (ე.წ. ტესერებისგან). მოზაიკით რთავენ იატაკს, ჭერს, კედლებს, სვეტებს, იშვიათად — დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების საგნებს; ზოგჯერ მოზაიკას დაზგური ნაკეთობებისთვისაც (მოზაიკური ხატები და პორტრეტები) იყენებდნენ.[1]